Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ამა წლის 1-ლი დეკემბრიდან იწყება „ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის“ ფუნქციონირება მიბმული გრაფიკის მიხედვით საშუალო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის. 1 დეკემბერს, ცხრილის შესაბამისად, იქნება გაკვეთილები მათემატიკასა და ბიოლოგიაში 223 აუდიტორიაში და დანარჩენი საგნები დაიწყება შემდეგი დღიდან.

სწავლა უფასოა და გამიზნულია ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიისა და გეოგრაფიის მიმართულებით ცოდნის შეძენისა და გაღრმავებისთვის.

საგნების მიხედვით ცხრილში მოცემულ პირველ მეცადინეობაზე შესაძლებელია დამატებით ახალი მოსწავლეების რეგისტრაცია და გასაუბრების ჩატარება.

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

 

577-442747 - ნანა შათაშვილი (ფიზიკა)

577-732076 - დიანა ძიძიგური (ბიოლოგია)

577-244511 - ომარ ფურთუხია (მათემატიკა)

599-197525 - მარინა რუხაძე (ქიმია)

599-685215 - ეთერ დავითაია (გეოგრაფია)

 

595-397216 - რამაზ ხომერიკი (დეკანი)

 

სრული ინფორმაცია იხილეთ ბბულზე